ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი - ბევრი ამბობდა, რომ ნატო-ზე უარი არ შეიძლებოდა, თუმცა ვინ თქვა, რომ ნატო წევრად გვიღებს? სამაგიეროდ, 300 000 ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და ნახევარი უკრაინა არ იქნებოდა დანგრეული და დანაღმული" - არესტოვიჩი

მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რატომ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. არადა, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ალიანსი უკრაინას წევრად არ იღებს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის გაწირვა და ქვეყნის ნგრევა აზრს მოკლებულია.
"ბევრი ამბობდა, რომ ნატოზე უარი არ შეიძლებოდა, თუმცა ვინ თქვა, რომ ნატო წევრად გვიღებს? სამაგიეროდ, 300 000 ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და ნახევარი უკრაინა არ იქნებოდა დანგრეული და დანაღმული“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი.
არესტოვიჩი დღეს არსებულ ვითარებას ჩიხად მოიხსენიებს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.