რუსეთს სასარგებლო იდიოტები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც ჰყავთ და სწორედ ამას ვუკავშირებ არესტოვიჩის განცხადებას – თეონა აქუბარდია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.
არესტოვიჩმა, საკუთარ ონლაინბლოგში, ომზე, რუსეთზე, ნატოსა და დასავლეთის ინტერესებზე ისაუბრა. მისი თქმით, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი არ იყო ცუდი.
“დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს – მიზანი გასაგებია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია,” – აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი.
არესტოვიჩი სვამს კითხვას, “ბევრი ამბობდა, ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ, პირველ რიგში, სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?”
არესტოვიჩის ამ ინტერვიუს პოლიტიკურ წრეებში გამოხმაურებები მოჰყვა – ოპოზიციის ნაწილი არესტოვიჩის განცხადებებს არასწორს უწოდებს. ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ რუსეთს “სასარგებლო იდიოტები არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინაშიც ჰყავთ”.
“სასარგებლო იდიოტები რუსეთს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც ჰყავთ და სწორედ ამას ვუკავშირებ მე განცხადებას, რომ თითქოს ნატოზე უარის თქმა იხსნიდა უკრაინას რუსეთის აგრესიისგან, რომელიც არ იყო პროვოცირებული და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. მოცემულობაში, როდესაც უკრაინას ჰყავდა იანუკოვიჩი, რომელმაც უარი თქვა ნატოზე, მაგრამ ამან არ იხსნა ყირიმის ანექსიისგან, ეს განცხადება არასწორია შინაარსობრივად და ეხმარება რუსეთის პროპაგანდას,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება