არქივი10 აპრილი, 2025, 19:51
,, სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…” – მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,9 აპრილი, 1989 წელი.
იარაღი – ტანკი და ნიჩაბი.
თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.
10 აპრილი, 2025 წელი.
იარაღი – სანქცია.
ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.
მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!
პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.