მამუკა მდინარაძე – სიტყვა “დამოუკიდებლობა” მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!

სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!, ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ოთხი ქართველი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა.
„9 აპრილი, 1989 წელი.
იარაღი – ტანკი და ნიჩაბი.
თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.
10 აპრილი, 2025 წელი.
იარაღი – სანქცია.
ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.
მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!
პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…“, – დაწერა მდინარაძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო