არქივი19 დეკემბერი, 2024, 15:56
სროლა სოხუმში: დე ფაქტო პარლამენტის ერთი "დეპუტატი" დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა იყო. მოკლეს "დეპუტატი" ვახტანგ გოლანძია, დაიჭრა ოპოზიციონერი კან კვარჩია.
ტელეგრამ-არხი AMRA-life წერს, რომ "პარლამენტში" მაინინგის შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა.
„შეხვედრისას ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ადგურმა იარაღი ამოიღო და (კანს) ესროლა. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა“, - წერს გამოცემა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მივიდა. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.