არქივი19 დეკემბერი, 2024, 15:41
სროლა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან – დაშავებულია ორი ე.წ. დეპუტატი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. გენერალური პროკურორის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია ორი ე.წ. დეპუტატი, კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია, რომლებიც რეანიმაციაში არიან მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები იმყოფებიან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.