სპორტსმენებზე არის პირდაპირ მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია დააფიქსირონ ღიად, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა – სამწუხაროა, რომ არ გვინახავს ეს ფაქტები ვინმეს დაეგმო

სპორტსმენებზე არის პირდაპირ მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია დააფიქსირონ ღიად, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა – სამწუხაროა, რომ არ გვინახავს ეს ფაქტები ვინმეს დაეგმო
ჩვენს ქვეყანაში დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს სპორტსმენების ბულინგი და მათ მიუთითებენ, რომ კონკრეტული პოზიცია ღიად დააფიქსირონ, რაც მიუღებელია და ეს ფაქტები არავის დაუგმია. სანიკიძის განცხადებით, ის სრულ სოლიდარობას უცხადებს სპორტსმენებს.
“არამარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ გამოვიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, რომ ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე.” – აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.
Previous: იქ, სადაც ნამდვილად ჩემი საქართველოა, პატივს სცემენ მშობელს, მეგობრებს და ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს – იქ, სადაც ჩემი საქართველოა, თუ ვინმეს შეაფურთხებენ მზად არიან, პასუხიც აგონ და მეორე დღეს, ვისაც აფურთხებენ, იმასთან არ რეკავენ მიშველეო

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით