"სპორტსმენებზე არის მითითება, რომ პოზიცია დააფიქსირონ ღიად.. ბულინგი დაარქვით" - დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე
შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ სოციალურ ქსელში სპორტსმენებსა და მათ მიერ აზრის დაფიქსირებაზე კომენტარი გააკეთა.
"დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვ უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა"
ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ რაც სპორტსმენების მიმართ ხდება პირდაპირი ბულინგია.
"არა მარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ გამოვიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, რომ ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე”, - ვიქტორ სანიკიძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.