სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, დაიჭირეს არაერთი მომიტინგე

რუსული კანონის მიღების შემდეგ სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო. პარლამენტის მიმართულებით თავისუფლების მოედნიდან დაიძრა სპეცრაზმი და ჭავლის მანქანები. ისმის აქციის დაშლის გაფრთხილება.
დაკავებულები პარლამენტის შიდა სივრცეში შეიყვანეს. თვითმხილველების თქმით, დაკავებულებს შორისაა ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული .
„საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას