არქივი14 მაისი, 2024, 13:41
ნიღბიანმა, ფორმიანმა პირებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს
სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს. ისინი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებიდან.
ისინი აქციის მონაწილეებისკენ მიემართებიან და როგორც მოქალაქეების, ისე მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიით გამოირჩევიან.
ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დეტექტივების სამმართველოს წარმომადგენლებიც.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.