სპეცრაზმის ნაწილი ბესიკის ქუჩაზე ავიდა, სადაც აქციის მონაწილეები ბიზნესცენტრის შენობას აფარებენ თავს

სპეცრაზმის ნაწილი ბესიკის ქუჩაზე ავიდა, სადაც აქციის მონაწილეები ბიზნესცენტრის შენობას აფარებენ თავს. აქტივისტები შეკრებილი არიან ასევე შენობის გარე პერიმეტრზეც.
საპოლიციო ძალების ნაწილი ისევ რუსთაველის მეტროს მიმართულებით აგრძელებს სვლას, საითაც მომიტინგეები გადაადგილდებიან.
პარალელურად, სამართალდამცველებმა აქციის დაშლის დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
რაც შეეხება პარლამენტის წინა პერიმეტრს, ტერიტორია სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან ცოტა ხნის წინ სრულად გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება