სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კრასნოდარისა“ და სომხეთის ნაკრების ნახევარმცველი ედუარდ სპერციანი შეიძლება იანვარში „ინტერში“ გადავიდეს და თანამემამულე ჰენრიხ მხითარიანთან ერთად ითამაშოს. ამაზე „იუთუბის“-არხ „კიმენტ.შოუში“ საფეხბურთო კომენტატორებმა კონსტანტინ გენიჩმა და ნობელ არუსტამიანმა ისაუბრეს.
- არუსტამიანი: რა შეიძლება ზამთარში „კრასნოდარში“ მოხდეს? არაფერი. ყველა ლიდერს შეინარჩუნებენ.
- გენიჩი: თუ ედიკზე რაიმე სუპერწინადადება არ მიიღეს.
- არუსტამიანი: არ მგონია ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე გალიცკიმ გაყიდოს, როდესაც მეორედ აქვთ ოქროს მედლების მოგების შესაძლებლობა. თან გუნდის კაპიტანია, ქალაქის გმირი.
- გენიჩი: მისმინე, თუ, მაგალითად, შეთავაზება „ინტერისგან“ ან მადრიდის „ატლეტიკოსგან“ იქნება?
- არუსტამიანი: ზამთარში ეს ნაკლებად წარმოსადგენია. გალიცკი 12 ან 10 მილიონ ევროდ არ გაყიდის, გესმის?
- გენიჩი: მართალია, საფონოვზე ნაკლებად არ შეაფასებს.
- არუსტამიანი: ამიტომ ამის ძალიან არ მჯერა, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შენ მართალი ხარ.
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
"დერბიში გამარჯვება უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს" - პულიშიჩი "ინტერის" დამარცხების შემდეგ
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
სიმეონემ დაასახელა კლუბი, რომლის გაწვრთნაც "ატლეტიკოდან" წასვლის შემდეგ სურს
"ლივერპულმა" "ინტერს" სადავო პენალტით მოუგო
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.