ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“იქამდე, სანამ კალაძე იქნება მერი კორუფციასთან ბრძოლა უტიფარი ტყუილი იქნება” – საბა ბუაძე

“იქამდე, სანამ კალაძე იქნება მერი კორუფციასთან ბრძოლა უტიფარი ტყუილი იქნება” – საბა ბუაძე

“იქამდე, სანამ კალაძე იქნება მერი კორუფციასთან ბრძოლა უტიფარი ტყუილი იქნება” – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, საბა ბუაძემ განაცხადა და ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლით ამაყობს.
საბა ბუაძის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ კრიმინალების დაპატიმრებას არ გულისხმობს, “არამედ პირველ რიგში გულისხმობს ინსტიტუტების განმტკიცებას”, თუმცა “ოცნების” მთავარო ამოცანა სწორედ ამ ინსტიტუტების განადგურებაა”.
იქამდე, სანამ კახა კალაძე იქნება მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი თავისუფლად ივლის გარეთ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება უბრალოდ უთავმოყვარეო, უტიფარი ტყუილი, რომელსაც “ქართული ოცნება” საზოგადოებას აჩეჩებს და მაშინ, როდესაც ეს ყველაზე კორუმპირებული ხალხი არის გარეთ, თავისუფლად გრძნობს თავს და აგრძელებს კრიმინალურ საქმიანობას, რასაკვირველია, ვერანაირ კორუფციასთან ბრძოლაზე საუბარი ვერ იქნება. მით უფრო, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ამ კრიმინალების დაპატიმრებას კი არ გულისხმობს, არამედ პირველ რიგში გულისხმობს ინსტიტუტების განმტკიცებას, რომ ასეთი კორუფცია ვერ მოხდეს და ასეთი მასშტაბები ვერ შეიძინოს. თუმცა ვხედავთ, რომ ინსტიტუტების განადგურება არის სწორედ ის მთავარი ამოცანა, რომელიც “ოცნებას” ამ წლების განმავლობაში ჰქონდა დასახული,” – განაცხადა საბა ბუაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.