ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოხუმში ხანძრის შედეგად გადარჩენილ ექსპონატებს რუსი სპეციალისტები შეაფასებენ

სოხუმის ეროვნული გალერიის ფონდში 21 იანვრის ხანძრის შედეგად გადარჩენილი 200-მდე ექსპონატის [ნახატები, დოკუმენტები] მდგომარეობას აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული სპეციალისტები შეაფასებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“რესტავრაციის გეგმის შესამუშავებლად სპეციალისტები ადგილზე შეაფასებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომლის გადარჩენაც შესაძლებელი გახდა”, – თქვა რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ.
სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს დაახლოებით, 4 ათასი ნამუშევარი ემსხვერპლა, რომელიც ამავე შენობაში ინახებოდა. ოფიციალური ცნობითვე, 200-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.