სოხუმში გალერიის ხანძრის დროს გაციფრულებული ნამუშევრებიც დაიწვა

21 იანვრის ხანძრის დროს აფხაზეთის ეროვნული გალერიის ფონდში, გაფიცრულებული ნამუშევრებიც დაიწვა. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრეს-კონფრენეციაზე გალერიის დირექტორმა სურამ საქანიამ განაცხადა.
მისივე ცნობით, ამ დრომდე გალერიის ნამუშევრების 40% იყო გაციფრულებული და შესაბამისი მასალა მისი სამუშაო ოთახის სეიფში ინახებოდა.
სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს დაახლოებით 4 ათასი ნამუშევარი ემსხვერპლა, რომელიც ამავე შენობაში ინახებოდა. ოფიციალური ცნობითვე, 200-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა.
აფხაზეთის დე ფაქტო მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ხანძრის განზრახ გაჩენას განიხილავს.
ხანძარს სოხუმის გალერიაში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:
“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ