სოხუმში ხანძრით დაზიანებული ნახატების ნაწილს აღსადგენად რუსეთში წაიღებენ

რუსული მედიის ცნობით, 17 საუკეთესო რესტავრატორი რუსეთიდან სოხუმში, 21 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებული ნამუშევრების აღსადგენად ჩავიდა.
რუსული მედიის ინფორმაციითვე, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს დახარისხება, თუ რომელი ნახატები საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას და რომელი კონსერვაციას.
როგორც tass წერს, ინვენტარიზაცია ორშაბათამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, რესტავრატორები შეუდგებიან მუშაობას, ნახატების ნაწილს კი, აფხაზეთში შესაბამისი სამუშაო პირობების არარსებობის გამო, სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში წაიღებენ.
სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი 21 იანვარს ღამით გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს დაახლოებით 4 ათასი ნამუშევარი ემსხვერპლა, რომელიც ამავე შენობაში ინახებოდა. ოფიციალური ცნობითვე, 150-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა. მთლიანად დაიწვა მხატვარ ალექსანდრ ჩაჩბა – შერვაშიძის ნამუშევრები. დაიწვა ნამუშევრების გაციფრულებული არქივიც.აფხაზეთის დე ფაქტო მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ხანძრის განზრახ გაჩენას განიხილავს.ხანძარს სოხუმის გალერიაში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:
“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ