საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს ხანძრის გამო დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში დაეხმაროს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო, – ამის შესახებ მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, გალერეის სპეციალისტებს ექსპონატების რესტავრაციაში დაეხმაროს.
“ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისგან შექმნას სპეციალური ჯგუფი”, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
ოკუპირებულ სოხუმში აფხაზი მხატვრების “ოქროს ფონდი” დაიწვა – განადგურებულია ნახატების 4 000-მდე ეგზემპლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი: საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ ლაზარე ჯორბენაძეს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს – ტრაგიკულად გარდაცვლილის ხსოვნას პატივისცემა სჭირდება და არა მისი სახელით ინტრიგების შეთხზვა და ეთერიდან ეთერში უნამუსოდ პოზირება