ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოხუმი ენგურჰესის სამი ჰიდროელექტროსადგურის იჯარით გაცემას გეგმავს | დაინტერესებულია რუსეთი

სოხუმი ენგურჰესის სამი ჰიდროელექტროსადგურის იჯარით გაცემას გეგმავს | დაინტერესებულია რუსეთი

14 ნოემბერს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში მინისტრთა კაბინეტიდან განსახილველად შევიდა კანონპროექტები სამი ვარდნილი ჰიდროელექროსადგურის იჯარით გაცემის შესახებ.
აფხაზური ტელეგრამ არხი ამბობს, რომ ბრძანებები ხელმოწერიდან - 11 აპირლიდან, 8 თვის შემდეგ შევიდა პარლამენტში. მათივე ცნობით, მანამდე აფხაზური "სახელმწიფო" ელექტროკომპანია "ჩერნომორენერგოს" დირექტორმა, ზურაბ ბაღაფშმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით "ტელეგრამ" არხმა RESPUBLICA გაავრცელა ცნობა, რომ კონფლიქტი მთავრობასთან ენერგოპოლიტიკის გამო მოხდა.
"ნეტგაზეთის" ცნობით, ენგურზე "ვარდნილჰესი 2-ის" მიღება იჯარით რუსეთს სურს.
აფხაზური საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება "სახელმწიფო ობიექტების" კერძო საკუთრებაში გადაცემას.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ყოველწლიურად მთელი ტერიტორიის ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაა. 13 ნოემბერს აფხაზეთმა გამოაცხადა, რომ რუსულ ელექტროენერგიას 60 მილიონ რუბლად შეისყიდის. ამის მისაღწევად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა 2023 წლის "ბიუჯეტში" ცვლილებები შეიტანეს, რომელიც ამ თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.