არქივი17 ნოემბერი, 2023, 09:56
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში „მაიდან-3“-ს გეგმავს, რომლის მიზანი პრეზიდენტის გადაყენებაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი გეგმავს უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილებას დათესვას ქვეყნის შიგნით „ქაოსის“ შექმნით და საბოლოოდ პრეზიდენტის გადაყენებით, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან“, - ციტირებს გამოცემა ზელენსკის, რომელიც დეზინფორმაციის გეგმას „მაიდან 3“-ს უწოდებს.
„მაიდანი“ მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.