პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოჭიდან ოკუპირებილ სოხუმში ელექტრომატარებელმა საცდელი რეისი განახორციელა

სოჭიდან ოკუპირებილ სოხუმში ელექტრომატარებელმა საცდელი რეისი განახორციელა

რუსეთის ქალაქ სოჭიდან ოკუპირებილი აფხაზეთის ქალაქ სოხუმში ელექტრომატარებელმა საცდელი რეისი შეასრულა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეგულარული რეისები, სავარაუდოდ, 1-ელ მაისს დაიწყება.
აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯასნუჰ ნანბამ მადლობა გადაუხადა „რუს კოლეგებს“ და განაცხადა, რომ წინა ორი საცდელი რეისის დროს გამოვლენილი ხარვეზები გამოსწორდა და ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ მზადაა რეგულარული მიმოსვლის დასაწყებად.
„ეს არის კომფორტი რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, კომფორტი სტუმრებისა და ტურისტებისთვის, რომლებიც აპირებენ აფხაზეთში ჩამოსვლას. ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ ამ მოვლენით,“ - განაცხადა ნანბამ.
ცნობისთვის, ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ სოჭი-გაგრას მარშრუტზე 2023 წლის 8 ივნისიდან მოძრაობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.