პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული „ლასტოჩკა“ სოხუმში შევა

რუსული „ლასტოჩკა“ სოხუმში შევა

რუსული „ლასტოჩკას“ ელექტრომატარებელი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოჭსა და გაგრას შორის გადაადგილდება, დღეს, 27 თებერვალს გამოსცდის გაფართოებულ მარშრუტს სოხუმის მიმართულებით და მარშრუტის სიგრძეს 80 კმ-ით გაზრდის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ცნობით, საცდელი გაშვება ხელს შეუწყობს საბოლოო განრიგის დადგენას, რომელიც შეთანხმებული იქნება ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. ხელისუფლებასთან. სოჭიდან სოხუმამდე მატარებელს 12 გაჩერება ექნება.
ცნობისთვის, სოჭი-გაგრას მარშრუტი ამოქმედდა 2023 წლის ივნისში, AZhD-სა და რუსეთის რკინიგზას შორის შეთანხმების შემდეგ. პირველი რეისი იმავე წლის 8 ივნისს შედგა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.