ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს

სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათი ცნობით, ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
როგორც სოფო ჯაფარიძე ამბობს, მისი პროცესი საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალსაა ჩანიშნული.
„2 დღის წინ დამირეკეს, დამიბარეს, დამატებითი კითხვაც არ გამჩენია, ეს არის მორიგი ცირკი, რასაც ყოველდღე ვუყურებთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, ვერც სასამართლოთი და ვერც ვერაფრით, რადგან ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ“, -განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.