აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტი განახლდა – აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბათუმში 11 პირი სასამართლოში დაიბარეს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა.
მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა.
აქციის მონაწილეები, მოითხოვენ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას.
ამასთან, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბათუმში 11 პირი სასამართლოში დაიბარეს, რომლებსაც აქციის ორგანიზებას და გზის გადაკეტვას ედავებიან.
“178-ე მუხლის საფუძველზე ვართ დაბარებული, იქ გადაწყდება ჩემი ბედი დამაჯარიმებენ თუ სხვა ზომებს მიიღებენ. საუბარია გზის გადაკეტვასა და აქციის ორგანიზებაზე – ამაზე აქვთ ბრალდება. ინფორმაცია ზუსტად არ მოგვაწოდეს, რომ ადვოკატებთან ერთად უფლებები დამეცვა. ეს არის პოლიტიკური დევნა, ჩვენ გვინდა ევროპა და ვერანაირი ჯარიმა ვერ შეაჩერებს ამ პროცესს. მოქალაქეები ერთი თვეა ქუჩაში იმყოფებიან და მოითხოვენ მთავარს, გვინდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს შეტყობინება არის მცდელობა, რომ დაეშინებინათ აქციის მონაწილეები. ურეკავენ ოჯახის წევრებს მიმდინარეობს დაშინება და შანტაჟი, გაფრთხილებთ არ გვეშინია”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს