ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფო ჯაფარიძე - ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა, როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში - მივმართავ პრეზიდენტს, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან

ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა, როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს - ნუ დაამახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ალექსეი ნავალნის პირადი მტერი ვლადიმერ პუტინი იყო და ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირადი მტერიც ვლადიმერ პუტინია.
„დღეს, ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში. ნავალნის პირადი მტერი იყო ვლადიმერ პუტინი და ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირადი მტერია პუტინი. თავად რუსეთის დიქტატორ მმართველს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სამხედრო დამნაშავედ აღიარებულ პუტინს არაერთხელ გაუვლია პარალელი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ის არაერთხელ დამუქრებია მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური განადგურებით, უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხეებში შემთხვევით არ კვდებიან. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ქალბატონო სალომე - ნუ დაამახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან. კიდევ ერთხელ გეტყვით, ნუ დაამახინჯებთ და ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.