სოფო ჯაფარიძე – მივმართავთ უკრაინას, ჩაერთოს პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულშია მონაწილე

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე ადამიანები უნდა დაისაჯონ და უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.
შესაბამისი მოთხოვნით ისინი უკრაინის რადას დეპუტატებს მიმართავენ.
„მივმართავთ უკრაინას, რომ ჩაერთოს უკრაინის პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში არის მონაწილე. მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და არა მხოლოდ პოლიტიკოსი – ის არის ზელენსკის მთავრობის მაღალჩინოსანი და ვფიქრობ, რომ უკრაინული მხარე ამ მიმართულებითაც უნდა იყოს ჩართული.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
მათივე ინფორმაციით, მიმართვას ხელს აწერენ საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და სტუდენტები.
ერთი -ერთი ორგანიზაციის, „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ წარმომადგენლის, აკაკი ხუსკივაძის ინფორმაციით, მიმართვის ადრესატი რადას დეპუტატებთან ერთად, იქნებიან უკრაინის პრეზიდენტი და ომბუდსმენიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ