ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფო ჯაფარიძე დიდ დიღომში მოსახლეობას შეხვდა

სოფო ჯაფარიძე დიდ დიღომში მოსახლეობას შეხვდა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე დიდ დიღომში მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცვლილებებისთვის ემზადება.
„უამრავ ადამიანს შევხვდით მთელი დღის განმავლობაში, განწყობა არის მართლაც საოცარი, ჩვენი მოქალაქეები საქართველოს გამარჯვებისთვის ემზადებიან და დიახ, ქართველი ხალხი, თბილისელები ევროპულ კეთილდღეობას ირჩევენ. 26 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება რუსული მმართველობა, რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით ევროკავშირში შევიყვანთ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.