,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის “ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე ვაკის მოსახლეობას შეხვდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის “ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო გაიმარჯვებს.
როგორც სოფო ჯაფარიძემ ვაკეში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრისას აღნიშნა, ხალხში ოპტიმისტური განწყობა იგრძნობა.
„მოქალაქეები გვეუბნებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ ეს მთავრობა. დიახ, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ თბილისელებს ექნებათ ისეთი ღირსეული ცხოვრება, როგორსაც ისინი იმსახურებენ. 26 ოქტომბერს თბილისი გაიმარჯვებს, საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.