ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფლის მეურნეობის პროდუქცია წლიურად 4.8%-ით გაძვირდა - რამ განაპირობა ინდექსის ცვლილება?

სოფლის მეურნეობის პროდუქცია წლიურად 4.8%-ით გაძვირდა - რამ განაპირობა ინდექსის ცვლილება?

სოფლის მეურნეობის პროდუქტი IV კვარტალში წლიურად 4.8%-ით, III კვარტალთან შედარებით კი 12.8%-ით გაძვირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსის მიხედვით, გასული წლის ბოლო კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ცვლილება ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 11.2%-იანი ზრდით, რამაც 6.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ხოლო წლიურად სოფლის მეურნეობის პროდუქტის წლიური ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 6.4%-იანი მატებით, რაც 3.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 1%-ით შემცირდა, რამაც შესაბამისად, 1.48 და -0.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.