ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იანვარში საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა

იანვარში საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის 7.2%-იანი მატება ფიქსირდება. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
· სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.36 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (28%);
· დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.89 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელებზე (8.8%) და ძირითად ლითონებზე (14.9%);
· ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.87 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
· წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.06 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2024 წლის დეკემბერთან შედარებით კი, ფასები 3.8%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.24 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9%), რამაც 0.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.7%) და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (5.2%).
გარდა ამისა, ფასების 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.