ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფელ ფლავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ფლავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ფლავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გზის 940 მეტრიანი მონაკვეთით 100-მდე ოჯახი სარგებლობს.
„პროექტის მიხედვით მოეწყობა:
· ასფალტის საფარი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე
· სანიაღვრე სისტემა
· ცხაურები სანიაღვრეზე საჭიროების მიხედვით
· ეზოებში შესასვლელები
· მიერთებები
სამუშაოების ღირებულება 818 998 ლარია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს
გზის მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. ნალექის დროს გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითს, ასევე სატრანსპორტო საშუალებას“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.