ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფელ რუისთან ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა | 1 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - ახალი დეტალები

რამდენიმე საათია, ქარელის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ რუისთან მძიმე ავარია რამდენიმე საათის წინ მოხდა - ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ. მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მას მგზავრები თბილისიდან ხაშურში გადაჰყავდა. დაშავდა 4 მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქარელისა და ხაშურის კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.
როგორც "მთავარი არხისთვისაა" ცნობილი, სამი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეოთხე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.