ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალციხის მუნიციპალიტეტში ავარიას ქალი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ, მსუბუქი მანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე".

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.