არქივი22 ნოემბერი, 2023, 14:08
სოფელ რგანში, შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა - "კურიერის" ინფორმაციით, სარიტუალო დარბაზში კერძო პირი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა
ჭიათურაში, სოფელ რგანში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. "კურიერის" ინფორმაციით, კერძო პირი სარიტუალო დარბაზში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა.
სავარაუდოდ, შენობას საყრდენი კედელი გამოაცალეს, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა და იქ მყოფი პირები მოიყოლა. ერთი მათგანი ადგილზე დაუღუპა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ადგილობრივები არიან.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.