არქივი22 ნოემბერი, 2023, 14:21
ჭიათურაში ერთ-ერთი შენობის კედლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, კერძო პირი, სოფელ რგანში სარიტუალო დარბაზში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, შენობის საყრდენი კედელი დაზიანდა, ნგრევამ კი იქ მყოფი პირები მოიყოლა.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.