არქივი12 ოქტომბერი, 2024, 16:53
სოფელ ვაჩნაძიანში ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა - გარდაცვლილია ორი ადამიანი

გურჯაანში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ- ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში შევარდა. მსუბუქი ავტომრბოლი ეზოში მყოფ ორ ქალს დაეჯახა, შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.