თბილისში სასწრაფო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, დაშავდა 3 ადამიანი

თბილისში, ყაზბეგისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე სასწრაფო დახმარების მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: თამარ მირიანაშვილი
· ტობავარჩხილის ტბის მიდამოებში ჩეხი მოლაშქრე დაიკარგა
· კლუბების თანამშრომლები სტუმრებს ფულს სძალავდნენ, დაკავებულია 15 პირი – შსს
· გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დავაკავეთ – შსს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.