სოფელ ბერბუკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია გრძელდება
სოფელ ბერბუკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგება.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის მოწყობილია სანიაღვრე სისტემა.
„პროექტის მიხედვით, 790 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
პროექტის ღირებულება 575 337 ლარია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ამ უბნის გზასთან ერთად, სოფელში გზების მოვლა - პატრონობის პროექტით, ასფალტის საფარი სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზეც დაიგო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.