არქივი5 მაისი, 2025, 16:06
სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
„პარალელურად, გრძელდება სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.