არქივი5 მაისი, 2025, 13:08
გზების დეპარტამენტი - სოფელ ბაბილთან ჩამოსული მეწყერი ინტენსიურად იწმინდება და მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე სოფ. ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
„სოფელ ბაბილთან მეწყერი 5 მაისს გამთენიას ჩამოწვა, რის გამოც დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.