არქივი17 ივნისი, 2025, 12:42
სომხური ეკლესია წმ. გაიანეს იხსენიებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სომეხ მოქალაქეებს, ეკლესიასა და მის მრევლს წმ. გაიანეს ხსენების დღეს ულოცავს.
„სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იხსენიებს წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სომეხ მოქალაქეებს, ეკლესიასა და მის მრევლს მოწამეთა ხსენების დღეს ულოცავს“,-აღნიშნულია მილოცვაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.