არქივი8 სექტემბერი 2024, 11:25
სომხური ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულის შობას აღნიშნავს

სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. მარიამი ის რჩეული იყო, რომელსაც ღმერთმა თავისი სათნოების და ღირსებებისთვის ღვთის დედად ყოფნის მადლი მიანიჭა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს, საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს“, - წერია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.