პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობას აღნიშნავს

კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობას აღნიშნავს

8 სექტემბერს, ქართველი კათოლიკეები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა.
„ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლობას ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს, ყველა კათოლიკეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.