სომხური ეკლესია იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს იოანე წინამორბედის შობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და მაცხოვარი მდინარე იორდანეში მონათლა. იოანე უდაბნოში ცხოვრობდა, ადამიანთა ბიწიერებას ამხელდა და მათ სინანულისკენ მოუწოდებდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში, მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ