რატომ აღნიშნავს შობას საქართველო 7 იანვარს – რა განმარტებებს აკეთებენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით

რატომ აღნიშნავს შობას საქართველო 7 იანვარს. ნაწილი ამაში პოლიტიკურ სარჩულს და რუსულ გავლენებს ხედავს, თუმცა ფესვები ბევრად შორს მიდის. ყველაფერი კალენდარული რეფორმებით დაიწყო, როდესაც მე-16 საუკუნეში რომის პაპის ინიციატივით ქრისტიანობის დიდი ნაწილი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, თუმცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღემდე ერთგულია ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების, რომელიც 325 წელს შედგა და დღეების ათვლა იულიუს კეისრის კალენდრით დაიწყო.
რატომ აღინიშნება საქართველოში შობის დღესასწაული 7 იანვარს, დღეს სასულიერო პირებმაც განმარტეს. ამბობენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის, ანუ ძველი კალენდარული სისტემით ხელმძღვანელობს, რომელიც საეკლესიო დღესასწაულების განრიგს ზუსტად განსაზღვრავს. სასულიერო პირების თქმით, გრიგორიანული, ანუ ახალი კალენდარი, ბევრ მართლმადიდებლურ თარიღს, მათ შორის მაცხოვრის აღდგომის დღეს არ ემთხვევა. ახალ სტილზე გადასვლა კი საეკლესიო მსახურებაში ცვლილებებს გამოიწვევს.
საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნის საკითხი თავად საეკლესიო წრეებში რომ უნდა გადაწყდეს – ამაზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიციის დიდი ნაწილიც.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი – შობის დღესასწაულის რუსეთთან დაკავშირება და ამ თემაში პოლიტიკური კონტექსტის შემოტანა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. “ქართული ოცნების” წევრები აქცენტს აკეთებენ სოციალურ ქსელში შობის თარიღის განხილვაზე, სადაც სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი წერს, რომ შობის შვიდში აღნიშვნა პოლიტიკური საკითხია და არა რელიგიური. მმართველი ძალა ასეთი მოსაზრების ავტორებსა და ლაშა ბუღაძეს ურჩევენ, ეკლესიის კრიტიკას თავი დაანებონ.
გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, ლაშა ბუღაძემ, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მწერალი პოზიციას არ ცვლის და წერს, რომ “დიახ, “7 იანვარი” დღეს პოლიტიკური თარიღია და არა რელიგიური.” მწერალი თვლის, რომ 25 დეკემბერი რუსეთისგან დაშორების და ევროპულ-ცივილიზაციურ დროსთან დაახლოების სიმბოლური აქტი უნდა იყოს!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია