ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხური ეკლესია ვარაგას მთაზე ჯვართამაღლებას აღნიშნავს

სომხური ეკლესია ვარაგას მთაზე ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ზეიმობს.
მათივე ცნობით, ჯვართამაღლება ვარაგას მთაზე სომხურ ეკლესიაში ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და იგი VII საუკუნიდან აღინიშნება და განსაკუთრებულ დღესასწაულად ითვლება.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.