ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღესასწაულს ზეიმობს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღესასწაულს ზეიმობს

დღეს ლუთერები მადლობას უხდიან ღმერთს მოსავლისთვის - საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მოსავლის აღების დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ეს ლუთერების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელიც მოსავლის აღება-დაბინავებას, ნაყოფიერებასა და ოჯახის კეთილდღეობას უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ” , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.