ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთში საპროტესტო აქციებზე 150–ზე მეტი ადამიანი დააკავეს

სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 150-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის მიერ აზერბაიჯანთან ტერიტორიულ დათმობებს აპროტესტებენ.
სომხეთის პოლიციის წარმომდგენლის ცნობით, მათ ათობით დემონსტრანტი ერევნის ქუჩების გადაკეტვის მცდელობის გამო დააკავეს. სომხეთის ტერიტორიულმა დათმობებმა ბოლო კვირების მანძილზე პროტესტის დიდი ტალღა წარმოშვა. დემონსტრაციების ორგანიზატორია მოძრაობა "ტავუში სამშობლოსათვის". აქციების ერთ-ერთი ლიდერია ტავუშელი მთავაეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ფაშინიანის გადადგომას ითხოვს და ხალხს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.
გასულ თვეში, სასაზღვრო შეტაკებებისა და დაძაბულობის ფონზე, სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებაზე ისტორიაში პირველად შეთანხმდნენ. საუბარი იყო სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაზე, სადაც მდებარეობდა ოთხი სოფელი, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა.
როგორც განცხადებაში ეწერა, საზღვარი გაივლებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამისად, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის საზღვრების მოხაზვა გადაწყდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებდა. იგეგმება დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის სხვა მონაკვეთებზე გაგრძელებაც.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.