ერევნის საპროტესტო აქციებზე დააკავეს 150-ზე მეტი ადამიანი

13 მაისს პოლიციამ დააკავა ერევნის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის 151 მონაწილე. მათ სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ბრალდება ადმინისტრაციული მუხლით წარედგინებათ. ამ ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო news.am ავრცელებს.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ცდილობდნენ ქალაქის ქუჩების დაბლოკვას და სკანდირებდნენ ლოზუნგებს პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ. იუწყებიან, რომ პოლიციელები დემონსტრანტების დაკავებისას ძალას იყენებდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
საპროტესტო აქციები ერევანში დაიწყო 9 მაისს, როცა ათიათასობით მოქალაქემ ქალაქის ცენტრში მოიყარა თავი, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. მათი უმრავლესობა იყო მოძრაობის, “ტავუში სამშობლოს სახელით”, მხარდამჭერი. მოძრაობის ლიდერია სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიის ხელმძღვანელი ბაგრატ გალსტანიანი.
აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას აპროტესტებენ – ამ დოკუმენტით სომხეთი კონტროლს კარგავს ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებდა.
სასაზღვრო შეთანხმებას მიესალმნენ აშშ და ევროკავშირი, ასევე – ფაშინიანი, რომელსაც ოპოზიცია ტერიტორიის ყოველგვარი გარანტიების გარეშე დათმობაში სდებს ბრალს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება – ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი

ნანა დიხამინჯია: სინამდვილეში, უკვე წლებია, ყველაზე დიდი სიწმინდე – გელათია შეურაცხყოფილი… მერე იმათ მივადგეთ, ვინც სკოლების ფული შეჭამა და ვის გამოც ათიათასობით ბავშვი დადის დანგრეულ სკოლაში