ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს

სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება ელჩის დაბარების მიზეზს არ ასახელებს.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები აზერბაიჯანს 2020 წელს ყარაბაღში სამხედრო შეტაკების დროს დაეხმარნენ. მან ეს სახელმწიფოები არრ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია ОДКБ -ს ორ ქვეყანაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.