ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავალიანების გამო, სომხეთში რუსეთის "პირველი არხის" მაუწყებლობა შეჩერდა

სომხეთში რუსეთის "პირველი არხის" მაუწყებლობა ვალის დაფარვამდე შეჩერდა. მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის, მხითარ ჰაირაპეტიანის თქმით, კომპანიამ არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები, დაუგროვდა დავალიანება, რის გამოც მისი მაუწყებლობა დროებით შეჩერდა.
შეგახსენებთ, მარტში სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა. ერთ-ერთ მიზეზად მისი გადაცემების შინაარსი დასახელდა, კერძოდ კი, სომხეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობები.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.